ტრანსფერი აზიური ბაზრისთვის

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონმა "კორინთიანსმა" ხელშეკრულება გაუფორმა 23 წლის ჩინელ შემტევ ნახევარმცველ ჩენ ჟიჟაოს.

ამით ბრაზილიური კლუბი ცდილობს აზიურ ბაზარზე დამკვიდრებას, რაც ძალიან ბევრმა ევროპულმა კლუბმა წარმატებით განახორციელა. ჩენი ჩინურ "ნანჩან ჰენგიუანში" თამაშობდა, შემდეგ პორტუგალიურ "ტროფენშეში" გადავიდა, სადაც 6 თვე დაჰყო. კონტრაქტი აზიელ ფეხბურთელთან წლის ბოლომდე გაფორმდა.

ტრანსფერის იდეა... კლუბის მარკეტინგის დეპარტამენტისგან მოდის. ამით "კორინთიანსის" ხელმძღვანელობას კლუბის პოპულარულობის გაზრდა სურს უცხოეთის ქვეყნებში. როგორი ფეხბურთელია ჩენი, ვერ გეტყვით, ბრაზილიის ჩემპიონატი გამოაჩენს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული