ალეხანდრო საბელის შეგირდებმა 3:1 გაიმარჯვეს, სამივე გოლი მესიმ გაიტანა.
"არგენტინის ნაკრებში ამ დღეს დიდხანს ველოდი. ბევრი მატჩი იყო, რომლებშიც გატანას ვერ ვახერხებდი. ახლა კი სამჯერ გავიტანე და გუნდმა მოიგო. ასე რომ, ეს განსაკუთრებული დღეა.
სრულყოფისთვის და ძლიერი გუნდური თამაშის საჩვენებლად ვმუშაობთ. თამაშის ბევრ ასპექტზე კიდევ სამუშაო გვაქვს, მაგრამ ამ შეხვედრით კმაყოფილები ვართ", - განაცხადა მესიმ.