არგენტინა. კლაუსურა. IV ტური: ერთდროულად ლიდერიც და აუტსაიდერიც

AutoSharing Option
არგენტინის მოქმედმა ჩემპიონმა "ბოკა ხუნიორსმა" კლაუსურა ბრწყინვალედ დაიწყო, 4 ტურის შემდეგ მარცხი არ იცის, არც გოლი გაუშვია, თუმცა ერთპიროვნული ლიდერი მაინც არ არის - 10-ქულიანი სან ფერნანდოს "ტიგრეცაა", რომელიც ამავდროულად (და ეს არგენტინული ფეხბურთის მორიგი უცნაურობაა)... გასავარდნ ზონაშია.

"ბოკამ" სტუმრად "კლასიკო" მოიგო, "სან ლორენსო" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდი არაფრად ვარგოდა, მაგრამ ვერც "ბოკას" თამაში მოხიბლავდა ნეიტრალურ გულშემატკივარს. რომ არა ბოლო წუთზე დატრიალებული მოვლენები, კლასიკოს ჩვეულებრივი მატჩისგან ვერც კი გამოარჩევდით. კვლავ აქტიური იყო წინა ხაზზე გამწესებული ცვიტანიჩი, მაგრამ რიკელმეს არყოფნაში, ცვიტანიჩის
სხვა ფეხბურთელებთან დამაკავშირებელი არავინ იყო. სანტიაგო სილვა, რა თქმა უნდა, ბევრს ცდილობდა, მაგრამ ჯერ ის ბოლომდე ვერ უგებს თანაგუნდელებს.

ანგარიში ახალგაზრდა სანჩეს მინიომ გახსნა, რომელსაც პროფესიულ დონეზე დებიუტი სეზონის დასაწყისში ჰქონდა. მან შორი მანძილიდან გაიტანა "სან ლორენსოს" კარში. მეორე გოლი პაბლო მოუჩემ ძალზე იოლად გაიტანა, რივეროს პასის შემდეგ მოუჩეს წინ კარი ცარიელი იყო - 0:2.

"ტიგრემ" "ლანუსი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. მასპინძლებმა ადრევე გაიტანეს და შემდეგ დაცვაში ისე მწყობრად ითამაშეს, რომ "ლანუსს", პავონეს ერთი-ორ შორეულ გასროლას თუ არ ჩავთვლით, შანსი არც ჰქონია. ანგარიში კი მე-4 წუთზე დიეგო მორალესმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გახსნა. მეორე ტაიმში ყველასთვის კარგად ნაცნობმა მაურო კამორანეზიმ მეტისმეტად იუხეშა გასტონ დიასის წინააღმდეგ და "ლანუსის" იტალიელი ვეტერანი სამართლიანად გააძევეს.

"არხენტინოს ხუნიორსთან" საშინაო მარცხი (1:3) ძვირად დაუჯდა "ინდეპენდიენტეს" თავკაც რამონ დიასს. ის აიძულეს გადამდგარიყო. "შედეგი არ მაქვს, ამიტომ უნდა წავიდე", - განაცხადა დიასმა. "წითელმა ეშმაკუნებმა" ზედიზედ მე-4 მარცხი იწვნიეს, ასე რომ, დიასის გადადგომა ლოგიკური გახლდათ.

ტურის გმირი
"ტიგრე" ორ ფრონტზე იბრძვის: ჩემპიონობისთვის და პრიმერაში ადგილის შენარჩუნებისთვის. დიეგო მორალესმა დაამტკიცა, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. "მატადორმა" თავადვე მოიპოვა და გაიტანა პენალტი, რომელმაც "ტიგრეს" ჩემპიონობის კანდიდატ "ლანუსზე" გაამარჯვებინა.

ტურის გოლი
ყველაზე ლამაზი გოლი "სან მარტინის" მცველმა დიეგო სოსამ გაიტანა... ოღონდ ერთი პრობლემაა: ბურთი მან საკუთარ კარში ჩაჭრა.

ვინ ვარდება
20. ოლიმპო - 1,147; 19. ტიგრე - 1,202; 18. სანტა ფე - 1,217; 17. სან ლორენსო (1,232); 16. ატლეტიკო - 1,304.

შენიშვნა: ინდექსით ბოლო ორი გუნდი ეგრევე ვარდება, მე-17 და მე-18 გადათამაშებაში იასპარეზებს.

ნიუელსი-ბელგრანო 0:2
გოლები: 0:1 სილვერა (31), 0:2 ს. პერეირა (36)
გაძევება: პელერანო (85. ნიუელსი)

ბანფილდი-გოდოი კრუსი 1:1
გოლები: 0:1 ნავარო (11), 1:1 ე. ლოპესი (64)
გაძევება: სიგალი (72. გოდოი კრუსი)

ოლ ბოისი-ველესი 0:0

ინდეპენდიენტე-არხენტინოსი 1:3
გოლები: 0:1 ბატისტა (9), 0:2 ბორდაგარაი (45), 0:3 ბარსოლა (61), 1:3 ბატიონი (63)

სან მარტინი-ესტუდიანტესი 0:1
გოლი: 0:1 დ. სოსა (17 ს.კ)

სან ლორენსო-ბოკა 0:2
გოლები: 0:1 სანჩეს მინიო (58), 0:2 მოუჩე (86)
გაძევება: მენდესი (90. სან ლორენსო), ბუენო (90. სან ლორენსო), ინსაურალდე (90. ბოკა ხუნიორსი)

სანტა ფე-კოლონი 2:2
გოლები: 0:1 მორენო ი ფაბიანესი (22), 0:2 მორენო ი ფაბიანესი (32), 1:2 ხარა (62), 2:2 კორეა (67)

არსენალი-რასინგი 0:0
გაძევება: ტორანსო (78. რასინგი)

ტიგრე-ლანუსი 1:0
გოლი: 1:0 მორალესი (3-პენ)
გაძევება: კამორანეზი (86. ლანუსი)

ოლიმპო-ატლეტიკო 2:1
გოლები: 1:0 ფრანსოია (19), 1:1 განდინი (40-პენ), 2:1 როლე (90)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოკა 4 3 1 0 6-0 10
2. ტიგრე 4 3 1 0 6-1 10
3. ველესი 4 2 2 0 8-3 8
4. ესტუდიანტესი 4 2 2 0 5-2 8
5. ოლ ბოისი 4 2 2 0 3-0 8
6. ბელგრანო 4 2 1 1 4-4 7
7. ლანუსი 4 2 0 2 6-5 6
8. ოლიმპო 4 2 0 2 7-7 6
9. სან მარტინი 4 2 0 2 5-5 6
10. კოლონი 4 1 2 1 5-5 5
11. გოდოი კრუსი 4 1 2 1 3-4 5
12. ატლეტიკო 4 1 1 2 6-5 4
13. არხენტინოსი 4 1 1 2 3-3 4
14. ნიუელსი 4 1 1 2 2-5 4
15. სან ლორენსო 4 1 1 2 3-7 4
16. ბანფილდი 4 1 1 2 3-9 4
17. არსენალი 4 0 3 1 4-5 3
18. სანტა ფე 4 0 3 1 2-3 3
19. რასინგი 4 0 2 2 1-3 2
20. ინდეპენდიენტე 4 0 0 4 1-7 0

ბომბარდირები: 4 - გასტონ კარპარი (სან მარტინი), ანდრე ფრანსოია (ოლიმპო), დარიო განდინი (ატლეტიკო); 3 - ივან მორენო ი ფაბიანესი (კოლონი), მარიანო პავონე (ლანუსი).

მომდევნო ტური

9 მარტი: ესტუდიანტესი-ლანუსი, კოლონი-ნიუელსი.
10 მარტი: არხენტინოსი-სან მარტინი, რასინგი-ოლ ბოისი, ბელგრანო-სან ლორენსო.
11 მარტი: ბანფილდი-ტიგრე, გოდოი კრუსი-არსენალი, ატლეტიკო-სანტა ფე, ბოკა-ინდეპენდიენტე, ველესი-ოლიმპო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული