თავად ნეიმარმა ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში "ინტერნასიონალთან" ჰეთ თრიქი შეასრულა.
"მესის თაყვანისმცემელი ვარ. ძალიან მინდა, რომ მან გოლების გატანა განაგრძოს, ჩვენ კი მისგან ვისწავლოთ", - განაცხადა ნეიმარმა.
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ადრეც არაერთხელ ამბობდა, რომ არგენტინელის თამაშს ყურადღებით აკვირდება და მისი ფინტების გადაღებას ცდილობს.