არგენტინა. კლაუსურა. V ტური: ისტორიაში საუკეთესო კლასიკო?

AutoSharing Option
კლასიკო ისეთი გამოდგა, რომ ორიოდე სიტყვა არ გვეყოფა "ბომბონერაზე" მომხდარის აღსაწერად. სრულიად მოულოდნელად გამოფხიზლებულმა "ინდეპენდიენტემ" ჩემპიონს მისსავე მოედანზე თრილერი მოუწყო, რომლიდანაც გამარჯვებული გამოვიდა - 5:4.

შეგახსენებთ, რომ აქამდე "ინდეს" ზედიზედ 4 მარცხი ჰქონდა და მყარად იყო ბოლო ადგილზე (ახლაც ბოლოზეა). სტუმრები ახალი მწვრთნელის, უფრო ზუსტად, მოვალეობის შემსრულებლის, კრისტიან დიასის ხელმძღვანელობით გამოვიდნენ. გამოვიდნენ და "ბოკას" 34-მატჩიანი წაუგებელი სერია შინაურ პირველობაზე დაამხეს.

მასპინძელთა თავკაცმა ფალსინიმ რატომღაც ექსპერიმენტებს მიმართა ნახევარდაცვაში. რიკელმეს გვერდით ლედესმა, ერბესი და სანჩეს-მინიო თამაშობდნენ, რომელთაც ძირითადში მოხვედრა უჭირთ. დიასმაც დაამატა
გუნდს ერთი-ორი ახალგაზრდა.

ვფიქრობთ, ამ მატჩში, რომელიც ლამის 100 წუთი გაგრძელდა, ყოველთვის რაღაც ხდებოდა. გადიოდა გოლები, ანიავებდნენ ხელსაყრელ მომენტებს და მიუხედავად ამისა, შეხვედრა არ ყოფილა უხეში - სულ 3 ყვითელი ბარათი.

ანგარიში უკვე პირველ წუთზე გაიხსნა - ერნესტო ფარიასის პასით ახალგაზრდა ვიდალმა კარიერაში პირველი პროფესიული გოლი გაიტანა და ისიც "ბომბონერაზე"! ყველა გოლის აღწერას არ შევუდგებით; ვიტყვით, რომ "ბოკამ" 0:2 რომან რიკელმეს დიდებული თამაშის წყალობით 4:3-დ აქცია, მაგრამ აქ ისევ სტუმრებმა იყოჩაღეს - ერნესტო ფარიასმა კიდევ ორი გოლი გაიტანა (ჰეთ თრიკი შეასრულა). განსაკუთრებით მაგარი კი გამარჯვების გოლი იყო - 4:5.

სპეციალისტები უკვე ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა, ეს კლასიკო "ბოკას" და "ინდეპენდიენტეს" შესრულებით ისტორიაში საუკეთესო იყო.

ამ ტურში კიდევ ერთი ჰეთ თრიკი ვიხილეთ, რომლის ავტორიც "რასინგის" ახალგაზრდა ფორვარდი ლუკას კასტროა. მან "ოლ ბოისს" გაუტანა, რომელსაც მე-5 ტურამდე გოლი არ გაეშვა. იცით ვინ დგას "ოლ ბოისის" კარში? ესტებან კამბიასოს ძმა ნიკოლას კამბიასო.

საოცარია, მაგრამ კლაუსურას ლიდერი "ტიგრე" ამავდროულად გასავარდნ ზონაშია. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ ასე გაგრძელდეს ბოლომდეც, კლაუსურა ხომ სულ რაღაც 19-ტურიანია. ასეთ შემთხვევაში კი, გუნდი, რომელიც გავარდება, ავტომატურად კარგავს ტიტულის მიღების უფლებას. აი, ასე!..

ტურის ციფრები
ტურში გავიდა 27 გოლი, 16:11 სტუმართა სასარგებლოდ. იყო ორი ჰეთ თრიკი და არც ერთი დუბლი. დაუმარცხებელი სამია: "ტიგრე", "ველეს სარსფილდი" და "ესტუდიანტესი".

ტურის გმირი
ერნესტო ფარიასი (ინდეპენდიენტე)

ტურის ფრაზა
კრისტიან დიასი: "ინდეპენდიენტემ კვლავ ითამაშა, როგორც დიდმა კლუბმა. დაამარცხა დაუმარცხებელი "ბოკა". ბოლომდე დავიხარჯეთ, რადგან ძალიან ცუდი სიტუაციიდან გამოსვლა გვინდოდა".

ვინ ვარდება
20. ოლიმპო - 1,129; 19. ტიგრე - 1,220; 18. სან ლორენსო - 1,250; 17. ატლეტიკო - 1,250.

კოლონი-ნიუელსი 0:3
გოლები: 0:1 პ. პერესი (45), 0:2 ტონსო (87), 0:3 ურუტი (90)
გაძევება: მორენო ი ფაბიანესი (69. კოლონი), ალკობა (82. კოლონი)

ესტუდიანტესი-ლანუსი 1:0
გოლი: 1:0 სარულიტე (65)

არხენტინოსი-სან მარტინი 1:1
გოლები: 1:0 გრაბინსკი (26 ს.კ.), 1:1 კარპარი (65)
გაძევება: ნ. ფერნანდესი (75. არხენტინოსი)

რასინგი-ოლ ბოისი 3:0
გოლები: 1:0 ლ. კასტრო (18), 2:0 ლ. კასტრო (35), 3:0 ლ. კასტრო (78)
გაძევება: პერეს გარსია (58. ოლ ბოისი)

ბელგრანო-სან ლორენსო 1:2
გოლები: 1:0 ხიმენესი (10), 1:1 ალვარადო (63), 1:2 ორტიგოსა (68-პენ)

ბანფილდი-ტიგრე 0:2
გოლები: 0:1 მაჯოლო (84), 0:2 ლუნა (90)

გოდოი კრუსი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 ორტისი (6)

ატლეტიკო-სანტა ფე 0:2
გოლები: 0:1 ხარა (40), 0:2 მანინი (56)

ბოკა-ინდეპენდიენტე 4:5
გოლები: 0:1 ვიდალი (1), 0:2 ო. ფერეირა (6), 1:2 რონკალია (12), 1:3 ფარიასი (32), 2:3 რიკელმე (45), 3:3 რონკალია (51), 4:3 ლედესმა (74), 4:4 ფარიასი (88), 4:5 ფარიასი (90)

ველესი-ოლიმპო 1:0
გოლი: 1:0 ბელა (62)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ტიგრე 5 4 1 0 8-1 13
2. ველესი 5 3 2 0 9-3 11
3. ესტუდიანტესი 5 3 2 0 6-2 11
4. ბოკა 5 3 1 1 10-5 10
5. ოლ ბოისი 5 2 2 1 3-3 8
6. სან მარტინი 5 2 1 2 6-6 7
7. ნიუელსი 5 2 1 2 5-5 7
8. ბელგრანო 5 2 1 2 5-6 7
9. სან ლორენსო 5 2 1 2 5-8 7
10. სანტა ფე 5 1 3 1 4-3 6
11. ლანუსი 5 2 0 3 6-6 6
12. არსენალი 5 1 3 1 5-5 6
13. ოლიმპო 5 2 0 3 7-8 6
14. რასინგი 5 1 2 2 4-3 5
15. არხენტინოსი 5 1 2 2 4-4 5
16. გოდოი კრუსი 5 1 2 2 3-5 5
17. კოლონი 5 1 2 2 5-8 5
18. ატლეტიკო 5 1 1 3 6-7 4
19. ბანფილდი 5 1 1 3 3-11 4
20. ინდეპენდიენტე 5 1 0 4 6-11 3

ბომბარდირები
5 - კარპარი (სან მარტინი); 4 - ფრანსოია (ოლიმპო), განდინი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
16 მარტი: ლანუსი-არხენტინოსი, ოლ ბოისი-გოდოი კრუსი.
17 მარტი: ტიგრე-ესტუდიანტესი, სანტა ფე-ველესი, ინდეპენდიენტე-ბელგრანო, ოლიმპო-რასინგი.
18 მარტი: ნიუელსი-ატლეტიკო, სან ლორენსო-კოლონი, სან მარტინი-ბოკა ხუნიორსი, არსენალი-ბანფილდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული