რონალდოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო აპირებს, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლოს.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა თანამდებობიდან გადადგა, რომელიც 1989 წლიდან ეკავა. ამის მიზეზი ტეიშეირას ავადმყოფობა გახდა.

ამ შანსის გამოყენება კიჭამ სცადა.

"ფეხბურთის თამაშის დამთავრების შემდეგ მუდმივად ვფიქრობ პოლიტიკურ კარიერაზე. ჯერ მინდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გავხდე", - განაცხადა რონალდომ.

მომზადებულია Folha de Sao Paulo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული