დიეგო მარადონა: ხელით გატანილი გოლის გამო ბოდიშს არასდროს მოვიხდი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე ხელით გატანილი გოლის გამო ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარის, პიტერ შილტონისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ცოტა ხნის წინ ინგლისელმა ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღიარა, რომ ის ეპიზოდი დღემდე არ აძლევს მოსვენებას და დასძინა, რომ თუ ოდესმე შეხვდება მარადონას, ხელს არ ჩამოართმევს.

"მოდით, დაივიწყეთ ამის შესახებ. ეს იმდენად დიდი ხნის წინ მოხდა, რომ ჩემთვის მხოლოდ მოგონებაა. მე წარსულით არ ვცხოვრობ.

პიტერ შილტონისთვის ხელის ჩამორთ
მევის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სწორედ ის ამტკიცებს, რომ მე მატყუარა ვარ.

მე ამ ამბავს გაგებით ვეკიდები, მაგრამ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ იმის გამო, რაც 25 წლის წინ მოხდა", - თქვა მარადონამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული