პელე: ნეიმარის ევროპაში წასვლის წინააღმდეგი ვარ

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფე პელემ ბრაზილიის ნაკრების თავკაცი მანუ მენეზესი გააკრიტიკა. პელეს კრიტიკა "სანტოსის" თავდამსხმელ ნეიმარს უკავშირდება.

ცოტა ხნის წინ მენეზესმა განაცხადა, რომ ევროპულ გრანდში გადასვლის შემთხვევაში ის კიდევ უფრო დიდი პატივისცემით და აღიარებით ისარგებლებს.

"აღმოვაჩინე, რომ მენეზესს "სანტოსი" არ უყვარს. ნეიმარის კლუბიდან წასვლის წინააღმდეგი ვარ. მე თვითონ მთელი ცხოვრება "სანტოსში" ვთამაშობდი და ნეიმარს შეუძლია იგივე გააკეთოს. ამასთან, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მაინც დარჩება", - განაცხადა პელემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული