სისხლისღვრა ბრაზილიურ ფეხბურთში

AutoSharing Option
ვიდეო
25 მარტს სან პაულუს შტატის ჩემპიონატის შეხვედრის დაწყებამდე "პალმეირასსა" და "კორინთიანსის" გულშემატკივრებს შორის საშინელი შეტაკება მოხდა.

თვითმხილველთა განცხადებით, ჩხუბში ორივე მხრიდან ალბათ 500-ამდე ადამიანი მაინც მონაწილეობდა. ცივის გარდა (რკინის ხელკეტები, ე.წ. კასტეტები, ქვები, რკინები) გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც.

ადგილზე დაიღუპა "პალმეირასის" გულშემატკივარი, 21 წლის ანდრე ალვეში. სერიოზულად არის დაშავებული კიდევ ერთი ფანი, რომელსაც ტყვიით ბარძაყი აქვს გახვრეტილი და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. ექიმებმა სამ დაჭრილს დახმარება ადგილზე გაუწიეს და შინ
გაუშვეს.

სამართალდამცავებმა უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ისინი დაწვრილებით სწავლობენ მომხდარს. პოლიციის ვერსიით, კრიმინალების მიერ ჩხუბი სოციალური ქსელების დახმარებით წინასწარ დაიგეგმა. ეს თავისებური შურისძიება იყო - შარშან "პალმეირასის" ფანებმა მოკლეს "კორინთიანსის" გულშემატკივარი.

"კორინთიანსისა" და "პალმეირასის" შეხვედრა მაინც გაიმართა (მცირე ინციდენტებით). "კორინთიანსმა" 2:1 იმარჯვა და ამით მეტოქეს შტატის ჩემპიონატში 21-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული