ნეიმარი: განსავითარებლად "სანტოსის" დატოვება არ მჭირდება

AutoSharing Option
"სანტოსის" თავდამსხმელმა ნეიმარმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ბრაზილიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

ახალგაზრდა ვარსკვლავს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ მის ერთ-ერთ ევროპულ გრანდში გადასვლაზე ბევრს საუბრობენ. ამ აზრს ბრაზილიის ნაკრების თავკაცი მანუ მენეზესი და "პენტაკამპეონების" ყოფილი ფორვარდი რონალდოც იზიარებენ. პელე კი სრულიად საპირისპირო აზრისაა.

"დრო და გამოცდილება გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები. ბოლო სამი წლის მანძილზე განვვითარდი და შემიძლია, თამაში კიდევ უფრო სრულვყო. ეს მუდმივი მუშაობით და გამარჯვების სურვილით მიიღწევა.

"სანტოსში ბევრი დადებითი რამ მაქვს, მათ
შორის, გამარჯვებები. ახლანდელი კლუბის დატოვების აუცილებლობას ვერ ვხედავ", - განაცხადა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული