პაულ ბრაიტნერი: ბრაზილიის ეკონომიკის აყვავება მის ფეხბურთს ღუპავს!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი პაულ ბრაიტნერი მიიჩნევს, რომ ბრაზილიურ ფეხბურთს დაღმასვლა ემუქრება, რომელიც პენტაკამპეონთა ნაკრებზეც შესაძლოა აისახოს.

ბრაიტნერის თქმით, ეს ბრაზილიური კლუბების და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებითაა განპირობებული.

"ჩემი აზრით, ბრაზილია რთულ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ადგილობრივი კლუბები თავიანთ 17-18 წლის ფეხბურთელებს ევროპულ კლუბებში არ უშვებენ. ისინი ქვეყანაში რჩებიან, რადგან ბრაზილიაში ყველა სფეროში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება.

ბრაზილიური ფეხბურთი საუკეთესო დონეზე ბოლო 10-20 წლის მანძილზე იყო, რადგანაც ნიჭიერი მოთამაშეები ევროპაში მიდიოდნენ და ბევრ სასარგებლო რამეს სწავლობდნენ. ეს კი ნაკრების თამაშზეც აისახებოდა", -
განაცხადა ბრაიტნერმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კატეგორიულადარ ვეთანხმები, ბრაზილია ყველაზე ძლიერი იყომაშინ როცა არცერთი ბრაზილიელი ევროპაში არ თამაშობდა
sulxani
16:08 13-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული