სასამართლომ მიიჩნია, რომ მორეირამ ბრაზილიის ცენტრალურ ბანკს 2003 და 2004 წლებში საზღვარგარეთ 800 ათას დოლარზე მეტი თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია დაუმალა.
ბრალდებულს შვეიცარიაშიც ჰქონდა ფინანსური ანგარიში, რომლის შესახებ შესაბამის ორგანოებს არ აცნობა.
ამას გარდა, რონალდინიოს მშობლიური ქალაქი პორტუ ალეგრის საკანონმდებლო ორგანო სადეპუტატო გამოძიებას აწარმოებს "ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის მიერ შექმნილი "რონალდინიო გაუშუს ინსტიტუტის" ფინანსური დარღვევების შესახებ.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით