რომარიო: დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები რაღაც საშინელებაა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ ახლანდელი ბრაზილიის ნაკრები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

რომარიომ თავის კრიტიკაში უცენზურო სიტყვები გამოიყენა და თქვა, რომ მანუ მენეზესის შეგირდები უბრალოდ სამარცხვინო ფეხბურთს თამაშობენ.

"დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები რაღაც საშინელებაა. ამ ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის გადალახვაც გაუჭირდება.

ჩვენ კიდევ 2 წელი გვაქვს, რათა მოვემზადოთ და სირცხვილს თავი ავარიდოთ", - განაცხადა რომარიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული