რომარიომ თავის კრიტიკაში უცენზურო სიტყვები გამოიყენა და თქვა, რომ მანუ მენეზესის შეგირდები უბრალოდ სამარცხვინო ფეხბურთს თამაშობენ.
"დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები რაღაც საშინელებაა. ამ ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის გადალახვაც გაუჭირდება.
ჩვენ კიდევ 2 წელი გვაქვს, რათა მოვემზადოთ და სირცხვილს თავი ავარიდოთ", - განაცხადა რომარიომ.