"ბიუროკრატიული სამუშაო მექნება, მაგრამ მხოლოდ ბრაზილიის ნაკრებზე ვფიქრობ.
ეს ჩემი ბოლო შანსია, ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეექვსედ მოპოვებაში დავეხმარო.
მსურს, ამ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო და ნაკრებს შეძენილი გამოცდილება გავუზიარო", - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება ზაგალომ, რომელსაც ფეხბურთელობისას მუნდიალი ორჯერ აქვს მოგებული.