დიდა შესაძლოა ფეხბურთს დაუბრუნდეს

AutoSharing Option
გამოცდილმა ბრაზილიელმა გოლკიპერმა დიდამ შესაძლოა კარიერა სამშობლოში გაგრძელოს.

დიდამ "მილანი" 2010 წელს დატოვა და მას შემდეგ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

თუცა 38 წლის ფეხბურთელს კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად აქამდე არ განუცხადებია.

ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ახალბედის "პორტუგეზეს" მთავარმა მწვრთნელმა კანდინიომ განაცხადა, რომ ვეტერანი ფეხბურთელის შეძენითაა დაინტერესებული.

"დიდას შევხვდებით, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს შეგპირდებით. თუ მოვილაპარაკებთ, მას ფორმის აღდგენის დრო ექნება, რათა ჩვენს გუნდს დაეხმაროს", - განაცხადა კანდინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული