ნეიმარი ტურინის "იუვენტუსსაც" სურს!

AutoSharing Option
"სანტოსის" პრეზიდენტმა ლუის ალვარო რიბეირომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნეიმარის მსურველ კლუბებს შორის ტურინის "იუვენტუსიცაა" და რომ ტურინელები ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ.

ამრიგად, უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ 20 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის მსურველ გრანდებს ("რეალი", "ბარსელონა", "ჩელსი") იტალიის ჩემპიონიც შეუერთდა.

"იუვენტუსი" ერთ-ერთია იმ კლუბებიდან, რომელსაც ნეიმარის გადაბირება უნდა. ტურინელები ბოლო დროს გააქტიურდნენ," - განუცხადა რიბეირომ "ტუტოსპორტს".

ფაქტია, რომ თუ ტურინელებს ნეიმარის გადაბირება უნდათ, "სანტოსს" ძალიან დიდი თანხა უნდა შესთავაზონ.

ჯერ კიდევ 2010 წელს "ჩელსიმ" "სანტოსს" 30 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ
ბრაზილიური გუნდის ბოსებმა ლონდონურ გრანდს უარი შეუთვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული