შეგახსენებთ, რომ "ალბიჩელესტემ" მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ვენესუელის ნაკრებთან წააგო და ბოლივიასთან საკუთარ მოედანზე ფრედ ითამაშა.
"რეალისტები უნდა ვიყოთ და უნდა ვაღიაროთ, რომ ნაკრები სათანადო დონეზე ვერ თამაშობს. ამის გამო პასუხისმგებლობა ჩვენ, მოთამაშეებს გვაკისრია. მდგომარეობის გამოსწორება ჩვენვე გვევალება", - განაცხადა აგუერომ.