არგენტინის ნაკრების განაცხადს 5 ფეხბურთელი დაემატა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების იმ ფეხბურთელების ვინაობა გახდა ცნობილი, ვინც მოახლოებულ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეჰანდრო საბელიამ სია ერთი კვირის წინ გააცხადა, თუმცა მას კიდევ ხუთი ფეხბურთელი დაემატა.

1 ივნისს არგენტინის ეროვნული გუნდი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ეკვადორს შეხვდება. 8 ივნისს კი ამხანაგურ მატჩს ბრაზილიის ნაკრებთან გამართავს.

მეკარეები: ანდუჰარი (ესტუდიანტესი), ორიონი (ბოკა ხუნიორსი), რომერო (სამპდორია)
მცველები: კამპანიარო, ფერნანდესი (ორივე ნაპოლი), დესაბატო (ესტუდიანტესი), გარაი (ბენფიკა), კლემენტე როდრიგესი (ბოკა ხუნიორსი), როხო (სპარტაკი. მ), საბალეტა (მანჩესტერ სიტი)
ნახევარმცველები: ბრანია (ესტუდიანტესი),
გაგო )რომა), გინიასუ (ინტერნასიონალი), მასკერანო (ბარსელონა), მატიას როდრიგესი (უნივერსიადა დე ჩილი), სოსა (მეტალისტი), მაქსი როდრიგესი (ლივერპული)
თავდამსხმელები: აგუერო (მანჩესტერ სიტი), იგუაინი, დი მარია (ორივე რეალი), ლავეცი (ნაპოლი), მესი (ბარსელონა), სალვიო (ატლეტიკო)

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული