ჰალკი: ძალიან მეწყინება, თუ ოლიმპიურ ნაკრებში ვერ მოვხვდები

AutoSharing Option
"პორტუს" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ჰალკმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებული იქნება, თუ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ნაკრებში არ გამოიძახებენ.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფორვარდმა დანიის (3:1) ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ განაწესის მიხედვით, ოლიმპიადაზე ნაკრებს შემადგენლობაში მხოლოდ სამი 23 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელის ყოლა შეუძლია.

"მანუ მენეზესი ახლა შემადგენლობაში ექსპერიმენტებს მიმართავს. ძალიან მინდა ლონდონის ოლიმპიადაზე ვითამაშო.

თუ გუნდში არ გამომიძახებენ, ძალაიან იმედგაცრუებული ვიქნები", - თქვა ჰალკმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული