დუნგა მზადაა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი დუნგა, რომლის მიმართ ინტერესს იტალიური კლუბები "ფიორენტინა" და "ლაციო" იჩენენ, მზადაა, სამწვრთნელო მოღვაწეობა განაახლოს.

"ამ დროისთვის ჩემს ოჯახთან ერთად პირად საკითხებს ვწყვეტ. მზად ვარ, სამუშაოს დავუბრუნდე, მაგრამ კლუბის არჩევაა საჭირო, რომელშიც ჩემი შესაძლებლობების განხორციელებას შევძლებ", - განაცხადა დუნგამ, რომელიც 1994 წელს ბრაზილიის ნაკრების კაპიტნის რანგში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული