რონალდინიომ "ფლამენგო" დატოვა

AutoSharing Option
ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ სასამართლოს დახმარებით "ფლამენგოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

"რონალდინიო "ფლამენგოს" ფეხბურთელი აღარაა. მისი კონტრაქტი კლუბთან სასამართლომ გაწყვიტა", - განაცხადა ფეხბურთელის ადვოკატმა გისლეინ ნუნესმა.

27 მაისს "ინტერნასიონალთან" მატჩში რონალდინიოს "ფლამენგოს" ფანებმა უსტვინეს, რის შემდეგ ბრაზილიელმა გუნდი დატოვა და დათქმულ დროს არ მივიდა.

"მისგან ამას არ ველოდით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კლუბის ინტერესები დავიცვათ", - თქვა "ფლამეგოს" პრეზიდენტმა პატრისია ამორიმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო "ფლამენგოს" ღირსებას 1.5 წლის განმავლობაში იცავდა, სადაც 47 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Globo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული