"კუნთების პრობლემა მქონდა. ბოლო თვის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდა და მოედანს დავუბრუნდი. ეს ტრავმები ჩემზე უარყოფითად აისახა. გამოვკეთდებოდი და ორი თამაშის შემდეგ ისევ ტკივილს ვგრძნობდი. ჩემი პოტენციალი ვიცი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მივიღო", - თქვა პატომ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-თან ამასწინანდელ შეხვედრაში, რომელიც ბრაზილიელთა გაამრჯვებით 4:1 დასრულდა, პატომ ერთი გოლი გაიტანა.