ალეშანდრე პატო: ჯანმრთელობის პრობლემები ბოლომდე მოვაგვარე

AutoSharing Option
"მილანის" და ბრაზილიის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ბოლომდე მოაგვარა და ლონდონის ოლიმპიადაზე თამაშის იმედი აქვს.

"კუნთების პრობლემა მქონდა. ბოლო თვის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდა და მოედანს დავუბრუნდი. ეს ტრავმები ჩემზე უარყოფითად აისახა. გამოვკეთდებოდი და ორი თამაშის შემდეგ ისევ ტკივილს ვგრძნობდი. ჩემი პოტენციალი ვიცი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მივიღო", - თქვა პატომ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-თან ამასწინანდელ შეხვედრაში, რომელიც ბრაზილიელთა გაამრჯვებით 4:1 დასრულდა, პატომ ერთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული