ტრანსფერის დეტალების შესახებ ჯერ არაფერს იტყობინებიან. მსოფლიოს ყოფილი საუკეთესო ფეხბურთელი უკვე ვარჯიშობს ახალი გუნდის შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რონალდინიომ "ფლამენგოს" სასამართლოში უჩივლა. ფეხბურთელის მტკიცებით, კლუბს მისთვის ოთხი თვის ხელფასი არ გადაუხდია.
სასამართლომ რონის მხარე დაიჭირა და ფორვარდმა "ფლამენგოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების უფლება მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"