კარლოს ტევესი: ვოცნებობ, კარიერა ბუენოს აირესის "ბოკა ხუნიორსში" დავასრულო

AutoSharing Option
არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა არგენტინის ნაკრებში საკუთარი არყოფნა ახსნა.

"ალბიჩელესტეს" თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩებზე არ გამოიძახა.

"ნაკრებში არყოფნაზე არ ვღელავ. ჩემთვის უკეთესია, მათ შორიდან ვუყურო. სიმართლე გითხრათ, ახლა მათთან ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს.

ის, რაზეც ვოცნებობ, "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნებაა. მსურს, კარიერა ამ კლუბში დავასრულო, თუმცა ჯერჯერობით ინგლისის დატოვებას არ ვაპირებ. მე და ჩემი ოჯახი აქ თავს კარგად ვგრძნობთ", - დაწერა ტევესმა "ტვიტერში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული