ლიონელ მესი: ვოცნებობ, მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგურმა მატჩმა ძალიან კარგ ხასიათზე დააყენა, თუმცა, ამის მიუხედავად, კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი თავს არ კარგავს და ეროვნულ გუნდზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით, 4:3 დასრულდა, სადაც მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა.

"მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ მოვხვ
დეთ, დიდი გზა უნდა გავიაროთ. მაგრამ თუ ისე ვითამაშეთ მომავალში, როგორც ბრაზილიასთან, მაშინ შანსები გვაქვს.

ვოცნებობ, მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე, მაგრამ ამ მიზნამდე შორი გზაა",
- თქვა მესიმ.

ასევე, მესიმ დიეგო მარადონას სიტყვებზე კომენტარი
გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მესის, როგორც არგენტინის ნაკრების კაპიტანს, ლიდერის ზოგიერთი თვისება აკლია.

"არასდროს ვკამათობ სხვა ადამიანების მოსაზრებასთან დაკავშირებით. ყოველთვის ვცდილობ, ნაკრებში ბოლომდე დავიხარჯო", - აღნიშნა სამი ოქროს ბურთის მფლობელმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენც ლეო ჩვენც მაგაზე ვოცნებობთ:)
თანაც ბრაზილიაში რა ტკბილი იქნება:)
messi001
17:25 11-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული