შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით, 4:3 დასრულდა, სადაც მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა.
"მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ მოვხვდეთ, დიდი გზა უნდა გავიაროთ. მაგრამ თუ ისე ვითამაშეთ მომავალში, როგორც ბრაზილიასთან, მაშინ შანსები გვაქვს.
ვოცნებობ, მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე, მაგრამ ამ მიზნამდე შორი გზაა", - თქვა მესიმ.
ასევე, მესიმ დიეგო მარადონას სიტყვებზე კომენტარი
"არასდროს ვკამათობ სხვა ადამიანების მოსაზრებასთან დაკავშირებით. ყოველთვის ვცდილობ, ნაკრებში ბოლომდე დავიხარჯო", - აღნიშნა სამი ოქროს ბურთის მფლობელმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
თანაც ბრაზილიაში რა ტკბილი იქნება:)