ფრანც ბეკენბაუერმა შვილს ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაარქვა

AutoSharing Option
ბრაზილიელმა გულშემატკივარმა, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის ფრანც ბეკენბაუერის სახელს ატარებს, გადაწყვიტა შვილს ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაარქვას.

"იმედი მაქვს, მომავალში ჩემი შვილი "სანტა კრუსის" შემადგენლობაში ძალიან ბევრს გოლს გაიტანს.

როცა ბავშვის საბუთებს ვარეგისტრირებდი, მითხრეს, რომ დაბადების მოწმობა უნდა გადაეგზავნათ მოსამართლესთან დასამტკიცებლად, მაგრამ მე შევეწინააღმდეგე მათ. თუ მე დამარქვეს ფრანც ბეკენბაუერი, რატომ არ შეიძლება ჩემს შვილს ერქვას ზლატან იბრაჰიმოვიჩი", - თქვა ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლიმა და სილვას მამამ.

მომზადებულია Globo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული