სავარაუდოდ, ამხანაგურ თამაშზე მესის გამოძახება არგენტინისა და იაპონიის საფეხბურთო ფედერაციებს შორის დადებულ კონტრაქტს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც სამხრეთამერიკელები იაპონური მხარისგან დამატებით 200 ათას დოლარს მიიღებენ, თუკი ლეო მესი ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვაი, რომ მესი 8 ოქტომბრისთვის მომჯობინებას ვერ ასწრებს?..
ასეა თუ ისე, იაპონიასთან მატჩი მესამე იქნება სერხიო ბატისტასთვის არგენტინის
იაპონიაში ბატისტა შემდეგ ფეხბურთელებს იახლებს:
მეკარეები: ოსკარ უსტარი ("ხეტაფე", ესპანეთი), მარიანო ანდუხარი ("კატანია", იტალია), სერხიო რომერო (აზ, ჰოლანდია);
მცველები: გაბრიელ მილიტო ("ბარსელონა", ესპანეთი), ვალტერ სამუელი, ხავიერ ძანეტი (ორივე – "ინტერი", იტალია), ნიკოლას ბურდისო ("რომა", იტალია), პაბლო საბალეტა ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), მარტინ დემიჩელისი ("ბაიერნი", გერმანია), გაბრიელ ჰაინცე ("მარსელი", საფრანგეთი);
ნახევარმცველები: ფერნანდო გაგო, ანხელ დი მარია (ორივე – "რეალი", ესპანეთი), ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა", ესპანეთი), ესტებან კამბიასო ("ინტერი", იტალია), ხოსე სოსა ("ნაპოლი", იტალია), მარიო ბოლატი ("ფიორენტინა", იტალია), ხავიერ პასტორე ("პალერმო", იტალია), ანდრეს დ'ალესანდრო ("ინტერნასიონალი", ბრაზილია);
თავდამსხმელები: გონსალო იგუაინი ("რეალი", ესპანეთი), ლიონელ მესი ("ბარსელონა", ესპანეთი), სერხიო აგუერო ("ატლეტიკო", ესპანეთი"), დიეგო მილიტო ("ინტერი", იტალია), ესეკიელ ლავესი ("ნაპოლი", იტალია), კარლოს ტევესი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ნიკოლას გაიტანი ("ბენფიკა", პორტუგალია).