ურუგვაიში ყველა ლეგიონერია

AutoSharing Option
ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 8 ოქტომბერს ჯაკარტაში ინდონეზიის, ხოლო 12 ოქტომბერს უხანში ჩინეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებში ითამაშებენ.

გუნდის დამრიგებელმა ოსკარ ტაბარესმა სამხრეთ აზიაში 25 მოთამაშის წაყვანა გადაწყვიტა, რომელთაგან არცერთი არ წარმოადგენს ურუგვაულ კლუბს. აი, სრული სიაც:

მეკარეები: ხუან კასტილიო ("დეპორტივო", კალი, კოლუმბია), ფერნანდო მუსლერა ("ლაციო", იტალია);

მცველები: მარტინ კასერესი ("სევილია", ესპანეთი), ხორხე ფუსილე ("პორტუ", პორტუგალია), დიეგო გოდინი ("ატლეტიკო", ესპანეთი), დიეგო ლუგანო ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), მასიმილიანო პერეირა ("ბენფიკა", პორტუგალია), ანდრეს სკოტი ("კოლო კოლო", ჩილე), კარლოს ვალდესი ("სიენა", იტალია),
ალვარო გონსალესი ("ლაციო", იტალია), მაურისიო ვიქტორინო ("უნივერსიდად დე ჩილე", ჩილე);

ნახევარმცველები: სებასტიან ეგურენი ("სპორტინგი", ესპანეთი), ვალტერ გარგანო ("ნაპოლი", იტალია), იგნასიო გონსალესი ("ლევანტე", ესპანეთი), ალვარო პერეირა, კრისტიან როდრიგესი (ორივე – "პორტუ", პორტუგალია), დიეგო პერესი, გასტონ რამირესი (ორივე – "ბოლონია", იტალია), ხორხე როდრიგესი ("ხაგუარესი", მექსიკა);

თავდამსხმელები: დიეგო ფორლანი ("ატლეტიკო", ესპანეთი), სებასტიან ფერნანდესი ("მალაგა", ესპანეთი), სებასტიან აბრეუ ("ბოტაფოგუ", ბრაზილია), ედინსონ კავანი ("ნაპოლი", იტალია), აბელ ერნანდესი ("პალერმო", იტალია), ლუის სუარესი ("აიაქსი", ჰოლანდია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული