ბრაზილიის ნაკრების დამრიგებელმა მანუ მენეზისმა იმ 23 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც 6 და 13 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩებს ჯერაც უცნობი მეტოქეების წინააღმდეგ ითამაშებენ. სელესაუს მწვრთნელის რჩეულთა შორის სხვადასხვა მიზეზთა გამო ნეიმარი, რონალდინიუ, მაიკონი, ლუსიუ, ლუიშ ფაბიანუ, ფელიპე მელუ და დიეგუ არ არიან. ზოგი ფორმაში არ არის, ზოგი ტრავმირებულია, ხოლო ახალგაზრდა ნეიმარი ცოტა ტრავმირებულიცაა, ცოტა ფორმიდან ამოვარდნილიც და, როგორც მენეზისმა თქვა, სტადიონს მიღმა უწესობაშიცაა შემჩნეული...
მანუ მენეზისის 23 რჩეული:
მეკარეები: ვიტორი ("გრემიო"), ჟეფერსონი ("ბოტაფოგო"), ნეტუ ("ატლეტიკო პარანაენსე");
მცველები: დანიელ ალვეში ("ბარსელონა", ესპანეთი),
მარიანუ ("ფლუმინენსე"), ალექსი ("ჩელსი", ინგლისი), ტიაგუ სილვა ("მილანი", იტალია), დავიდ ლუიში ("ბენფიკა", პორტუგალია), ანდრე სანტუში ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), ადრიანუ ("ბარსელონა", ესპანეთი);
ნახევარმცველები: ვესლეი ("ვერდერი", გერმანია), სანდრუ ("ტოტენჰემი", ინგლისი), რამირეში ("ჩელსი", ინგლისი), ფილიპე კოუტინიუ ("ინტერი", იტალია), ლუკაში ("ლივერპული", ინგლისი), ჯულიანუ ("ინტერნასიონალი"), ელიაში ("კორინთიანსი"), კარლუშ ედუარდუ ("რუბინი", რუსეთი);
თავდამსხმელები: რობინიუ, ალეშანდრე პატუ (ორივე – "მილანი"), ნილმარი ("ვილიარეალი", ესპანეთი), ანდრე ("დინამო", უკრაინა).