ოფიციალურად: კლარენს ზეედორფი "ბოტაფოგოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
36 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი კლარენს ზეედორფი კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს.

"ბოტაფოგოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ზეედორფმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მილანის" ყოფილი ფეხბურთელის გადაბირებას ასევე "ვესტ ჰემი" ცდილობდა, მაგრამ ზეედორფმა არჩევანი ბრაზილიაზე გააკეთა.

ჰოლანდიელის ასეთი გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ მისი ცოლი ბრაზილიელია და ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ ცოლის სამშობლოში სურს ცხოვრება და თამაში.

შეგახსენებთ, რომ ვეტერნმა ნახევარმცველმა "მილანის" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული