"ბოტაფოგოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ზეედორფმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"მილანის" ყოფილი ფეხბურთელის გადაბირებას ასევე "ვესტ ჰემი" ცდილობდა, მაგრამ ზეედორფმა არჩევანი ბრაზილიაზე გააკეთა.
ჰოლანდიელის ასეთი გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ მისი ცოლი ბრაზილიელია და ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ ცოლის სამშობლოში სურს ცხოვრება და თამაში.
შეგახსენებთ, რომ ვეტერნმა ნახევარმცველმა "მილანის" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.