"კორინთიანსი" ლიბერტადორესის თასის მფლობელია

AutoSharing Option
ბრაზილიის "კორინთიანსი", თავის ისტორიაში პირველად, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული გახდა. კლუბმა ორი მატჩის ჯამში არგენტინის "ბოკა ხუნიორსი" დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 27 ივნისს ბუენოს აირესში გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩში, რომელიც 4 ივლისს სან პაოლოში გაიმართა, გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს. "კორინთიანსის" შემადგენლობაში დუბლი ფორვარდმა ემერსონმა შეასრულა, რომელმაც "ბოკას" კარი 53-ე და 72-ე წუთებზე აიღო.

არგენტინელები პირველივე ტაიმში იძულებულნი გახდნენ, მეკარე შეეცვალათ. აგუსტინ ორიონის ნაცვლად, რომელმაც ბრაზილიური კლუბის ერთ-ერთ მოთამაშესთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო, სებასტიან სოსა გამოვიდა.

მატჩი კინაღამ ჩხუბით
დასრულდა, როდესაც მინდორზე მწოლმა ემერსონმა მეტოქე ფეხბურთელს ხელზე უკბინა.

"კორინთიანსმა" ლიბერტადორესის თასის ფინალში პირველად ითამაშა. "ბოკა ხუნიორსი" ფინალში ათჯერ მონაწილეობდა და ექვსჯერ გაიმარჯვა. ზედიზედ მესამედ ტიტულის მფლობელი ბრაზილიური კლუბი გახდა. 2010 წელს "ინტერნასიონალმა" გაიმარჯვა, 2011-ში კი "სანტოსმა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული