ამ გუნდების პირველი შეხვედრა 27 ივნისს ბუენოს აირესში გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩში, რომელიც 4 ივლისს სან პაოლოში გაიმართა, გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს. "კორინთიანსის" შემადგენლობაში დუბლი ფორვარდმა ემერსონმა შეასრულა, რომელმაც "ბოკას" კარი 53-ე და 72-ე წუთებზე აიღო.
არგენტინელები პირველივე ტაიმში იძულებულნი გახდნენ, მეკარე შეეცვალათ. აგუსტინ ორიონის ნაცვლად, რომელმაც ბრაზილიური კლუბის ერთ-ერთ მოთამაშესთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო, სებასტიან სოსა გამოვიდა.
მატჩი კინაღამ ჩხუბით
"კორინთიანსმა" ლიბერტადორესის თასის ფინალში პირველად ითამაშა. "ბოკა ხუნიორსი" ფინალში ათჯერ მონაწილეობდა და ექვსჯერ გაიმარჯვა. ზედიზედ მესამედ ტიტულის მფლობელი ბრაზილიური კლუბი გახდა. 2010 წელს "ინტერნასიონალმა" გაიმარჯვა, 2011-ში კი "სანტოსმა".