მარადონას შური აქვს საძიებელი

AutoSharing Option
"სიცოცხლეს დავთმობდი არგენტინის ნაკრების მწვრთნელობისთვის, - თქვა დიეგო მარადონამ, - გუნდში დაბრუნებაზე ვოცნებობ. შური მაქვს საძიებელი". ასეთი განცხადება გააკეთა ლეგენდარულმა არგენტინელმა.

მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მარადონას ნაკრების სათავეში დარჩენის შანსი ჰქონდა, თუმცა ქვეყნის საფეხბურთო ხელისუფლებამ დიეგოს ერთი პირობა წაუყენა – დარჩები, თუ ასისტენტებად ჩვენს მიერ არჩეულ ხალხს დაიყენებო. თქმაც არ უნდა, რომ ამაყი დიეგო რაგინდარა ულტიმატუმს არ დათანხმდებოდა. წავიდა, თუმცა არ დამშვიდებულა – შური უნდა ვიძიოო. რა თქმა უნდა, დიეგო არმანდო გერმანიის ნაკრებთან 0:4 მარცხს გულისხმობს...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული