დიეგო ფორლანი: მილანის "ინტერში" ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობდი

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ყოფილი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი, რომელიც ორიოდე დღის წინ პორტუ ალეგრეს "ინტერნასიონალში" გადავიდა, აცხადებს, რომ მილანურ კლუბში იძულებული იყო იმ პოზიციაზე ეთამაშა, რომელიც მისთვის ზედგამოჭრილი არაა.

გასულ სეზონში ურუგვაელი "შავ-ლურჯების" შემადგენლობაში მოედანზე 20-ჯერ გამოვიდა და ორი გოლი გაიტანა.

"ინტერი" გასულ სეზონში საუკეთესო მდგომარეობაში არ ყოფილა. ამასთან, იმ პოზიციაზე მიხდებოდა თამაში, რომელიც ჩემთვისა ზედგამოჭრილი არაა. ახლა მსურს ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ვითამაშო", - თქვა ფორლანმა.

ასევე იხილეთ
დიეგო ფორლანი პორტუ ალეგრეს "ინტერნასიონალში" გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული