მაისურები და კლუბის სხვა ატრიბუტიკა, რომელიც ვარსკვლავის სახელს უკავშირდება, სერიოზული ფასდაკლებით იყიდება, კლუბის ოფიციალური საიტი კი გუნდის გულშეამტკივრებს რონადიონიოს გვარწაწერილი მაისურების შეძენისთანავე მისი დაწვისკენ მოუწოდებს.
რონალდინიო ახლა "ტლეტიკო მინეიროს" შემადგენლობაში გამოდის, "ფლამენგოსთან" მისი კონტრაქტი კი, სამი თვის სახელფასო დავალიანების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყდა.
სამშობლოში დაბრუნებამდე ფორვარდი ათი წლის განმავლობაში ევროპაში ასპარეზობდა. ის "პარი სენ ჟერმენის", "ბარსელონას" და "მილანის" ღირსებას იცავდა.
ასევე იხილეთ
რონალდინიო "ატლეტიკო მინეიროში" გადავიდა