"ფლამენგომ" საკუთარ გულშემატკივრებს რონადინიოს მაისურების დაწვისკენ მოუწოდა

AutoSharing Option
ბრაზილიურმა კლუბმა "ფლამენგომ", რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გამო იძულებული გახდა ფორვარდ რონალდინიოსთან კონტრაქტი გაეწყვიტა, ორიგინალური აქცია დაგეგმა დევიზით: "დაწვი რონალდინიოს მაისური".

მაისურები და კლუბის სხვა ატრიბუტიკა, რომელიც ვარსკვლავის სახელს უკავშირდება, სერიოზული ფასდაკლებით იყიდება, კლუბის ოფიციალური საიტი კი გუნდის გულშეამტკივრებს რონადიონიოს გვარწაწერილი მაისურების შეძენისთანავე მისი დაწვისკენ მოუწოდებს.

რონალდინიო ახლა "ტლეტიკო მინეიროს" შემადგენლობაში გამოდის, "ფლამენგოსთან" მისი კონტრაქტი კი, სამი თვის სახელფასო დავალიანების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყდა.

სამშობლოში დაბრუნებამდე ფორვარდი ათი წლის განმავლობაში ევროპაში ასპარეზობდა. ის "პარი სენ ჟერმენის", "ბარსელონას" და "მილანის" ღირსებას იცავდა.

ფეხბურთელის კარიერის საუკეთესო წლები კატალონიურ კლუბში წარიმართა, რომლის შემადგენლობაში რონალდინიომ 145 მატჩი ჩაატარა და 70 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ
რონალდინიო "ატლეტიკო მინეიროში" გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული