არგენტინის ჩემპიონატი 3 აგვისტოს იწყება

AutoSharing Option
არგენტინის ჩემპიონატი 3 აგვისტოს დაიწყება. არ გაჭრა ზოგიერთი კლუბის (მათ შორის, "ბოკა ხუნიორსის") თხოვნამ, სტარტი 10 აგვისტოსთვის გადაეტანათ.

ახალი სეზონიდან არგენტინის ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება. აპერტურას ამიერიდან ტორნეო ინისიალი ეწოდება, კლაუსურას კი - ფინალი.

სახელს რომ თავი გავანებოთ, მთავარი ისაა, რომ ჩემპიონი ორივე ტურნირის მიხედვით გაირკვევა - ინისიალის გამარჯვებული "ოქროს მატჩში" შეხვდება ფინალის მომგებს. ელიტიდან ახლა უკვე 3 გუნდი ვარდება.

"ოქროს მატჩი" შეიძლება არც ჩატარდეს, თუ ორივე ტურნირს ერთი გუნდი მოიგებს. და, რაც მთავარია, არგენტინას უბრუნდება დიდი დუელი - "ბოკა
ხუნიორსი" "რივერ პლეიტის" წინააღმდეგ.

საპროტესტო აქცია რივერში

"რივერ პლეიტის" გულშემატკივართა ნაწილი, დაახლოებით 500 კაცი, კლუბის ოფისთან შეიკრიბა და დანიელ პასარელას გადადგომა მოითხოვა.

მათი უკმაყოფილება იმან გამოიწვია, თუ როგორ უცერემონიოდ მოექცა კლუბი ორ ფეხბურთელს, ფერნანდო კავენაგისა და ალეხანდრო დომინგესს, რომელთა წვლილიც ელიტაში დაბრუნებაში დიდი იყო.

ფანებმა პასარელას გარდა, მწვრთნელ მათიას ალმეიდას გადადგომაც მოითხოვეს. ეს აქცია გულშემატკივრებმა "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" წყალობით დაგეგმეს.

რიკელმეს ეხვეწებიან
"ბოკა ხუნიორსის" ფორვარდი დარიო ცვიტანიჩი იმედოვნებს, რომ ხალხი დააჯერებს ხუან რომან რიკელმეს, რომ დარჩეს გუნდში. "ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ყველასთვის.

ეჭვიც არ მეპარება, რომ რომანს კიდევ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია "ბოკასთვის", - განაცხადა ცვიტანიჩმა.

აი, თავად ცვიტანიჩი კი ნამდვილად მიდის "ბოკადან" - იჯარის ვადა დასრულდა, ის კი ისევ "აიაქსს" ეკუთვნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული