ლიბერტადორესის თასის მფლობელს საქმე გასავარდნად აქვს

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, ლიბერტადორესის თასის მფლობელი "კორინთიანსი" შინაურ პირველობაზე საშინლად ასპარეზობს - სან პაულუს კლუბი 20-გუნდიან სერია A-ში ბოლოსწინა ადგილზეა. მან 8 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო და 5 გოლი გაიტანა.

51 წლის სპეციალისტის, ტიტეს გუნდმა სწორედ ლიბერტადორესის თასის ფინალის გამო გადმოტანილ მატჩშიც შეირცხვინა თავი - შინ "ბოტაფოგოსთან" 1:3 წააგო. რიოელები კი ამ მოგების წყალობით მე-4 ადგილზე აღზევდნენ. ბუნებრივია, ჯერ ძალიან ადრეა "ბოტაფოგოს" საჩემპიონო შანსებზე ლაპარაკი, სერია A-ში ხომ წინ 30 ტურია.

პირველ ტაიმში მასპინძელთა მცველმა პაულუ ანდრემ საკუთარ
კარში ჩაჭრა ბურთი. მეორეში კი შეხვედრის ბედი "ბოტაფოგოს" 22 წლის ნახევარმცველმა ელკესონმა გადაწყვიტა, როცა 12 წუთში დუბლი შეასრულა.

შეხვედრის ბოლო წუთზე "კორინთიანსის" მცველმა ჩიკაუმ პენალტით ერთი გაქვითა, მაგრამ ამით ლიბერტადორესის თასის მფლობელს ვერაფერი ეშველა - 1:3.

სხვათა შორის, ბოლო წუთზე მოედანზე სტუმართა რიგებში გამოვიდა ფეხბურთელი საოცარი სახელით - ჯონ ლენონ სილვა სანტოსი. ჯონ ლენონი 20 წლისაა და "ბოტაფოგოში" ახლახან გადავიდა.

პაულინიოს ინტერი არ უნდა
ლიბერტადორესის თასზე თავის გამოჩენის შემდეგ "კორინთიანსის" ფეხბურთელებზე ნადირობა გამოაცხადეს ევროპულმა გრანდებმა.

გუნდს ესეც გვარიანად ხელს უშლის სერია ა-ში თამაშში. ერთი მაგალითი: სანპაუელთა 23 წლის ნახევარმცველი პაულინიოა, რომლის შეძენაც მილანის "ინტერს" სურს, თუმცა "კორინთიანსი" ყველა ღონეს ხმარობს მის შესანარჩუნებლად.

სხვათა შორის, ფეხბურთელსაც ბრაზილიაში სურს დარჩენა: "გუნდი ჩემი დატოვებით დაინტერესებულია. თავადაც აქ დარჩენა მსურს. რაც მალე გადაწყდება საკითხი, მით უკეთესი, რომ არასაფეხბურთო ფაქტორებმა ხელი არ შემიშალოს თამაშში.

"ინტერის" წარმომადგენლები მე არ შემხვედრიან, მაგრამ ჩემს აგენტს დაელაპარაკნენ. საქმე ფულში არაა. მე, უბრალოდ, ფეხბურთის თამაში მსურს, აქ - ბრაზილიაში", - განუცხადა ფიფას ოფიციალურ საიტს პაულინიომ.

გამოტოვებული მატჩი
კორინთიანსი-ბოტაფოგო 1:3
კორინთიანსი: კასიო, პაულუ ანდრე, ფაბიო სანტოსი, ჩიკაუ, ალესანდრუ, დანილო (70. დუგლასი), ალექსი, პაულინიო (83. ლ. რამირესი), რალფი, ელტონი (62. ადილსონი), რომარინიო.
ბოტაფოგო: ჯეფერსონი, ლუკასი, ფაბიო ფერეირა, ანტონიო კარლოსი, მარსიო აზევედუ (90. ჯონ ლენონი), რენატო, ფელიპე გაბრიელი (80. როდრიგო დანტასი), ანდრეზინიო, ელკესონი (76. ვილიანი), ლუკას ზენი, სიდინიო.
გოლები: 0:1 პაულუ ანდრე (28 ს.კ.), 0:2 ელკესონი (57), 0:3 ელკესონი (69), 1:3 ჩიკაუ (90-პენ).

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლ. მინეირო 8 6 1 1 12-3 19
2. ფლუმინენსე 8 5 3 0 15-5 18
3. ვასკუ და გამა 8 5 2 1 15-11 17
4. ბოტაფოგო 8 5 0 3 20-14 15
5. სან პაულუ 8 5 0 3 11-9 15
6. ინტერნასიონალი 8 4 3 1 12-7 15
7. კრუზეირო 8 4 2 2 11-8 14
8. გრემიო 8 4 0 4 9-8 12
9. ფლამენგო 8 3 3 2 13-12 12
10. პონტე პრეტა 8 3 3 2 9-8 12
11. ნაუტიკო 8 3 1 4 9-15 10
12. სპორტი 8 2 3 3 8-10 9
13. პორტუგეზა 8 2 2 4 5-10 8
14. სანტოსი 8 1 5 2 7-7 8
15. ფიგეირენსე 8 1 5 2 8-10 8
16. კორიტიბა 8 2 1 5 13-16 7
17. ბაია 8 1 4 3 6-10 7
18. პალმეირასი 8 1 2 5 7-10 5
19. კორინთიანსი 8 1 2 5 5-11 5
20. ატლ. გოიანიენსე 8 0 2 6 4-15 2

ბომბარდირები: 5 - ალექსანდრო (ვასკუ და გამა), არაუჟო (ნაუტიკო); 4 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულუ), ხერმან ერერა (ბოტაფოგო), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო), ვაგნერ ლავი (ფლამენგო).

მომდევნო ტური
14 ივლისი: კორინთიანსი-ნაუტიკო, ფიგეირენსე-ატლ. მინეირო, პონტე პრეტა-კორიტიბა.
15 ივლისი: ბოტაფოგო-ფლუმინენსე, ინტერნასიონალი-სანტოსი, კრუზეირო-გრემიო, ბაია-ფლამენგო, ვასკუ და გამა-ატლ. გოიანიენსე, პალმეირასი-სან პაულუ, სპორტი-პორტუგეზა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული