"კორიტიბა" ბრაზილიის თასს ვერ შეწვდა

AutoSharing Option
სკოლარის გუნდის ტრიუმფი პარანაში

ბრაზილიის თასი. ფინალი. საპასუხო მატჩი

კორიტიბა-პალმეირასი 1:1 (0:2)
გოლები: 1:0 აირტონი (62), 1:1 ბეტინიო (66)
გაძევება: პერეირა (92. კორიტიბა)
შენიშვნა: ანდერსონ აკინო (კორიტიბა) 67-ე წუთიდან ითამაშა

როგორც იქნა, "ვერდაუმაც" "რაღაც" მოიგო - დიახ, "პალმეირასმა", ლუიშ ფელიპე სკოლარის ხელმძღვანელობით, ბრაზილიის თასი მოიგო.

თასის ფინალის ორმატჩიან ბატალიაში "პალმეირასმა" ანდერსონ აკინოს "კორიტიბას" აჯობა: პირველი 2:0 ჰქონდა მოგებული, საპასუხოში კი 1:1 ითამაშა.

არადა, "კორიტიბამ" სერიოზულად გაიბრძოლა. 62-ე წუთზე აირტონმა გახსნა ანგარიში, მაგრან ბეტინიომ მაშინვე გაათანაბრა.

აკინო მხოლოდ საპასუხო გოლის შემდეგ ჩაება
თამაშში და საქართველოს ჩემპიონატის ყოფილმა საუკეთესო ფეხბურთელმა ვერაფერი შეცვალა. ამით "პალმეირასმა", რომელიც ჩემპიონატში ძალიან ცუდად თამაშობს (5 ქულით მე-18 ადგილზე, ანუ გასავარდნ ზონაშია), ლიბერტადორესის თასის 2013 წლის გათამაშების საგზური მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული