ბრაზილიის თასი. ფინალი. საპასუხო მატჩი
კორიტიბა-პალმეირასი 1:1 (0:2)
გოლები: 1:0 აირტონი (62), 1:1 ბეტინიო (66)
გაძევება: პერეირა (92. კორიტიბა)
შენიშვნა: ანდერსონ აკინო (კორიტიბა) 67-ე წუთიდან ითამაშა
როგორც იქნა, "ვერდაუმაც" "რაღაც" მოიგო - დიახ, "პალმეირასმა", ლუიშ ფელიპე სკოლარის ხელმძღვანელობით, ბრაზილიის თასი მოიგო.
თასის ფინალის ორმატჩიან ბატალიაში "პალმეირასმა" ანდერსონ აკინოს "კორიტიბას" აჯობა: პირველი 2:0 ჰქონდა მოგებული, საპასუხოში კი 1:1 ითამაშა.
არადა, "კორიტიბამ" სერიოზულად გაიბრძოლა. 62-ე წუთზე აირტონმა გახსნა ანგარიში, მაგრან ბეტინიომ მაშინვე გაათანაბრა.
აკინო მხოლოდ საპასუხო გოლის შემდეგ ჩაება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"