ალეშანდრო პატო ისევ დაშავდა

AutoSharing Option
"მილანის" ბრაზილიელმა ფორვარდმა ალეშანდრო პატომ 15 ივლისს ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

პატო "ინტერის" ფეხბურთელ ჟუანთან შეჯახების დროს დაშავდა.

ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შიშობს, რომ ფორვარდი შესაძლოა ოლიმპიადის პირველი მატჩისთვის ვერ გამოჯანმრთელდეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრები პირველ მატჩს ოლიმპიადაზე 26 ივლისს ეგვიპტის ნაკრებთან გამართავს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული