მანუ მენეზესი: ოლიმპიადაზე გამარჯვება ყველაზე მეტად ბრაზილიას სურს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა მანუ მენეზესმა განაცხადა, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლების მოპოვება მის გუნდს სურს.

მენეზესის თქმით, სწორედ ამისთვის ჩავიდა ლონდონში ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებს ოლიმპიადაზე არასდროს გაუმარჯვია.

"შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ არ არსებობს გუნდი, რომელიც ოქროს მედლებისკენ ბრაზილიის ნაკრებზე მეტად ისწრაფვოდეს. ჩვენი მოსამზადებელი პერიოდი სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული. ეს გზაა, რომელიც ნებისმიერმა გუნდმა უნდა გაიაროს.

თუმცა სხვა გუნდებიც ძალიან სერიოზულად არიან განწყობილნი. აქ ჩვენი ტრადიციული მეტოქეებიც ასპარეზობენ, მაგალითად, ურუგვაის ნაკრები. ესპანეთის ნაკრებს კი თავის
ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი აქვს", - განაცხადა მენეზესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული