მარადონას გრონდონა ეუცნაურა

AutoSharing Option
გაზეთ Ole-სთვის მიცემულ ინტერვიუში არგენტინის ნაკრების ექსთავკაცმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ ვერაფრით გაიგო, თუ რა პოზიცია დაიკავა სამხრეთაფრიკული მუნდიალის დასრულების შემდეგ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ხულიო გრონდონამ. გარდა ამისა დიეგომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასოციაციაში გრონდონას გარდა ხმის უფლება არც არავის აქვს.

"გრონდონას ქცევა უცნაურად მეჩვენა. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, მან თქვა, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და ასე გააგრძელეთო. შეგვახსენა, რომ გაისად კოპა ამერიკა არგენტინაში გაიმართება. არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის ყველა წევრი ერთხმად ეთანხმებოდა. მაგრამ სულ რამდენიმე
დღის შემდეგ იგივე ხალხმა ერთიანად უნდობლობა გამომიცხადა. გასაგებია, სადაცაა დამარხული ძაღლის თავი. იქ გადაწყვეტილებებს გრონდონა ერთპიროვნულად იღებს. ასოციაციაში გადაწყვეტილების მიმღები თუნდაც სამ-ოთხკაციანი ჯგუფიც რომ არსებობდეს, სულ სხვა რეალობა გვექნებოდა", - განაცხადა ლეგენდარულმა არგენტინელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული