ივსება: ლოდეირო, ასუნსაო, როდრიგესი, სხვები...
ჯერ იმ ამბებზე მოგითხრობთ, რაც მე-11 ტურამდე დღით ადრე მოხდა ბრაზილიურ ფეხბურთში. "ბოტაფოგომ" 23 წლის ურუგვაელი ნიკოლას ლოდეირო გაიფორმა. რა გადაუხადა ბრაზილიურმა კლუბმა ჰოლანდიურ "აიაქსს", არ გახმაურებულა. ცნობილია, რომ ლოდეირომ 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა რიოს გუნდთან.
ლოდეირო ნახევარმცველია, რომელიც 2010 წლიდან ირიცხებოდა "აიაქსში", თუმცა თამაში იშვიათად უწევდა. "ინდეპენდიენტეს" ლიდერი პატრისიო როდრიგესი "სანტოსში" გადავიდა. ბრაზილიელებმა "პატიტოს" უფლებების ნახევარი გამოისყიდეს, ნახევარი ისევ
სხვათა შორის, არგენტინელს უკეთეს პირობებს ბერძნული "ოლიმპიაკოსი" სთავაზობდა, მაგრამ ფეხბურთელმა "სანტოსში" თამაში არჩია ევროპას. პაულუ ასუნსაოს დაბრუნებაზე (ვეტერანი "ატლეტიკოდან" "სან პაულუში" გადავიდა) უკვე ვწერდით.
სანამ ნეიმარი ჩამოვა
პირველმა მატჩებმა გამოაჩინა, რომ ლიდერები ისევ ყოჩაღობენ, ხოლო "კორინთიანსს" ისევ დაუცდა ფეხი. "ვასკუ და გამას" 3 ქულა ჟუნინიო პერნამბუკანოს მიერ ოსტატურად ჩამოწოდებულმა ორმა კუთხურმა მოუტანა "სანტოსის" კარში. გოლები დუგლასმა და ალექსანდრომ გაიტანეს.
ეს უკანასკნელი 7 ბურთით ბრაზილიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად მოექცა სათავეში. ნეიმარის და განსოს გარეშე კი "სანტოსი" გავარდნის ზონისკენ მიექანება.
"ატლეტიკო მინეიროს" კი ვერ აჩერებენ. რესიფეში რონალდინიომ და კომპანიამ ქვა-ქვაზე არ დატოვა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა. არადა, "სპორტი" მთელი საათი გააფთრებით იბრძოდა, მერე კი ნაწილებად დაიშალა. მასპინძლებმა ანგარიშიც კი გახსნეს (ჟილბერტო) სისინიოს ჩაწოდების შემდეგ.
სტუმრებმა მალევე უპასუხეს დანილინიოს გოლით. მეორე ტაიმის 13 წუთში "ატლეტიკომ" გაანადგურა მეტოქე და ეს ყველაფერი რონალდინიომ სეზონში მე-4 გოლის გატანით დაიწყო. შემდეგ ჟომ გამოიჩინა თავი (მისთვისაც მე-4 გოლია სეზონში). ბოლოს კი ბერნარდმა იყოჩაღა, რომელიც წინა ორი გოლის ასისტენტი გახლდათ.
ლიბერტადორესის თასის მფლობელმა ვერაფერი მოუხერხა "პორტუგეზას" - 1:1. ის კი არა, პირველ ტაიმში სტუმრები სჯობდნენ კიდევაც მეტოქეს. ასე რომ, დუგლასის გოლმა "კორინთიანსს" ქულა მოუტანა და მარცხისგან იხსნა.
ადეუ სანტანა!
მეორე დღეს დანარჩენი 7 მატჩი გაიმართა, რის მერეც სერია ა-ს ტოპ-ხუთეული უცვლელი დარჩა. "ფლუმინენსემ" შორს არ გაუშვა ლიდერები, მარსელო მორენომ ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა. აი, "ფლამენგო" კი აგრძელებს გულშემატკივართა გაოცებას - გუნდი ძალზე უფერულია. ლუიშ ფელიპე სკოლარის "პალმეირასი" კი, როგორც იქნა, გამოვიდა გავარდნის ზონიდან.
იმავე საღამოს ცნობილი გახდა, რომ "ფლამენგო" ვეტერან მწვრთნელ ჟოელ სანტანას დაემშვიდობა. "კრუზეიროსთან" მარცხი ბოლო აღმოჩნდა მისთვის, 63 წლის სპეციალისტი შინ გაუშვეს. ამბობენ, რომ "ფლას" დორვალ ჟუნიორი ჩაიბარებს.
ბრაზილიიდან ისევ მიდიან
"ვასკუ და გამამ" ორი ლიდერი დაკარგა - 23 წლის მარჯვენა მცველი ფაგნერი "ვოლფსბურგში" გადავიდა, 27 წლის შემტევი ნახევარმცველი დიეგო სოუზა კი - საუდის არაბეთის კლუბ "ალ-იტიჰადში".
"კორინთიანსის" ნახევარმცველი ალექსი ყატარის "ალ ღარაფაში" გადავიდა, რომელსაც ბრაზილიელი პაულუ სილასი წვრთნის. 30 წლის ალექსი კი ფეხბურთის გულშემატკივრებს მოსკოვის "სპარტაკიდან" ემახსოვრებათ, ის ჯანო ანანიძის თანაგუნდელი იყო.
კაკა?
და აი, ბოლო ინფორმაციაც - ლიბერტადორესის თასის მფლობელი "კორინთიანსი" კაკას შეძენით დაინტერესდა.
ბრაზილიელ ნახევარმცველს "რეალი" გაყიდვას უპირებს, რადგან ის ჟოზე მოურინიოს სამომავლო გეგმებში აღარ არის. კაკა სეზონში 10 მილიონ ევროს იღებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ბრაზილიური კლუბი ამხელა ხელფასს გასცემს, თუმცა ბოლო დროს ბრაზილიაში ისეთი მოვლენები განვითარდა, რომ ვერაფერს გამოვრიცხავთ.
ბრაზილია. სერია A. XI ტური
ვასკუ და გამა-სანტოსი 2:0
გოლები: 1:0 დუგლასი (12), 2:0 ალექსანდრო (48)
სპორტი-ატლ. მინეირო 1:4
გოლები: 1:0 ჟილბერტო (26), 1:1 დანილინიო (33), 1:2 რონალდინიო (60), 1:3 ჟო (65), 1:4 ბერნარდი (73)
კორინთიანსი-პორტუგეზა 1:1
გოლები: 0:1 ევერტონი (30), 1:1 დუგლასი (50)
პალმეირასი-ნაუტიკო 3:0
გოლები: 1:0 ობინა (19), 2:0 მაზინიო (30), 3:0 მარსიო არაუჟო (51)
ინტერნასიონალი-ატლ. გოიანიენსე 4:1
გოლები: 1:0 ელტონი (20), 1:1 რენიე (28), 2:1 დაგობერტო (47), 3:1 იაია (58), 4:1 ფრედი (76)
კრუზეირო-ფლამენგო 1:0
გოლი: 1:0 ბორჟესი (45)
ფიგეირენსე-სან პაულუ 0:2
გოლები: 0:1 ადემილსონი (1), 0:2 ვილიან ჟოზე (90)
გაძევება: ფრედი (70. ფიგეირენსე)
ბოტაფოგო-გრემიო 0:1
გოლი: 0:1 მორენო (49)
პონტე პრეტა-ფლუმინენსე 1:2
გოლები: 0:1 ტიაგო ნევესი (45), 1:1 ფერონი (84), 1:2 ფრედი (90-პენ)
ბაია-კორიტიბა 2:2
გოლები: 1:0 სოუზა (10), 2:0 მანსინი (46), 2:1 ევერტონ კოშტა (65), 2:2 ემერსონი (69)
შენიშვნა: ანდერსონ აკინოს (კორიტიბა) არ უთამაშია.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლ. მინეირო 11 9 1 1 23-8 28
2. ვასკუ და გამა 11 8 2 1 19-11 26
3. ფლუმინენსე 11 7 4 0 22-7 25
4. გრემიო 11 7 0 4 16-10 21
5. კრუზეირო 11 6 2 3 15-11 20
6. სან პაულუ 11 6 1 4 14-11 19
7. ინტერნასიონალი 11 5 4 2 17-11 19
8. ბოტაფოგო 11 5 2 4 21-16 17
9. პონტე პრეტა 11 4 3 4 14-14 15
10. ფლამენგო 11 4 3 4 15-17 15
11. ნაუტიკო 11 4 1 6 13-20 13
12. კორინთიანსი 11 3 3 5 11-13 12
13. სპორტი 11 3 3 5 12-18 12
14. პალმეირასი 11 2 4 5 12-12 10
15. სანტოსი 11 1 7 3 7-9 10
16. კორიტიბა 11 2 3 6 17-23 9
17. პორტუგეზა 11 2 3 6 7-15 9
18. ფიგეირენსე 11 1 5 5 13-19 8
19. ბაია 11 1 5 5 9-18 8
20. ატლ. გოიანიენსე 11 1 2 8 8-22 5
ბომბარდირები
7 - ალექსანდრო (ვასკუ და გამა); 6 - ფრედი (ფლუმინენსე), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო), როჟერი (პონტე ვეტრა); 5 - კაიო (ფიგეირენსე), ლუიშ ფაბიანო (სან პაულუ), არაუჟო (ნაუტიკო), მორენო (გრემიო).
მომდევნო ტური
25 ივლისი: პონტე პრეტა-სპორტი, ფიგეირენსე-ინტერნასიონალი, ვასკუ და გამა-ბოტაფოგო, ნაუტიკო-კორიტიბა, კორინთიანსი-კრუზეირო, გრემიო-ფლუმინენსე, ატლეტიკო გოიანიენსე-სან პაულუ.
26 ივლისი: ფლამენგო-პორტუგეზა, პალმეირასი-ბაია, ატლეტიკო მინეირო-სანტოსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"