ფეხბურთელის თქმით, სპეციალისტი ბრაზილიელს თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევდა.
შეგახსენებთ, რომ "მილანში" ალეგრის სადებიუტო სეზონში 32 წლის ფეხბურთელი "ფლამენგოს" მიჰყიდეს.
"მე ის ფეხბურთელი ვარ, რომელსაც მუდამ თამაში სურს, მაგრამ ძალიან ხშირად ალეგრი შანსს არ მაძლევდა. ეს ძალიან მაბრაზებდა. კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ მწვრთნელი თავის გამოჩენის შესაძლებლობას არ მაძლევდა. ამიტომაც წავედი", - განუცხადა რონალდინიომ ბრაზილიურ პრესას.