კლარენს ზეედორფმა ბრაზილიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა
AutoSharing Option
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა ბრაზილიის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ზეედორფმა თავი მისი კლუბის, "ბოტაფოგოსა" და "ატლეტიკო გოიანენსეს" შორის მატჩში გამოიჩინა.
ზეედორფმა გოლი საჯარიმო დარტყმით მეორე ტაიმის შუაწელში გაიტანა. შეხვედრა "ბოტაფოგოს" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
36 წლის ზეედორფი "ბოტაფოგოში" 2012 წლის ივლისში გადავიდა. მანამდე ზეედორფი 10 წლის განმავლობაში "მილანში" თამაშობდა.